19 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ყველას ვუყვებით რა ხდებოდა, არანაირი მალული ინფორმაცია არ არის - აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე 

აბაშიძე- კარასინის შეხვედრა პრაღაში - ზურაბ აბაშიძე, რომელიც დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე იმყოფებოდა ამბობს, რომ არანაირი მალული ინფორმაცია შეხვედრასთან დაკავშირებით არ არსებობს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებს. 

„თავს ვიკავებ. ტრანსპარენტული ფორმატი ამ ფორმატის მუშაობის შესახებ ჩვენ 15 უწყებას, მათ შორის პარლამენტში 4 მისამართით ვაგზავნით ყოველი შეხვედრის შემდეგ ამომწურავ ინფორმაციას. ყველას ვუყვებით რა ხდებოდა, არანაირი მალული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არის. ამაზე ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენ,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღევანდელი სხდომა მმართველი გუნდის მოთხოვნით დაიხურა, რაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიცია ზურაბ აბაშიძისგან მოითხოვდა პასუხს კითხვაზე - რატომ შეხვდა კარასინთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილს და რა საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. 

დღის ამბები