პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობა და იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - შს მინისტრი არ ადასტურებს, რომ მას TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძესთან წერილობითი ან პირადი საუბარი ჰქონდა.
შს მინისტრი აცხადებს, რომ ის მზად არის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს უპასუხოს და პარლამენტში მივიდეს.
მისი თქმით, ის, რაზეც მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა, მხოლოდ ჭორაობაა.
შს მინისტრი ამბობს, რომ გახარიამ მის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია.
„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, პირდაპირ სათქმელს პირდაპრი ვეუბნები და პირში ყველას. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე ,“-აცხადებს გახარია.
TBC ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.
ხაზარაძის თქმით, გახარია მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.
ხაზარაძე ამბობს, რომ არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.