19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
კანონპროექტი უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების შერჩევის შესახებ - ეკა ბესელიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ეკა ბესელია პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კანონმდებლებს შორის ეძებს იმ დეპუტატებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ მის კანონპროექტს უვადო მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ.

ეკა ბესელია პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს. კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა კი მისი აზრით, პროფესიული ნიშნით ყველას უნდა ქონდეს.

ასევე პროექტში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლის გაძლიერებაზე. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დეპუტატი სავარაუდოდ ხვალ დაარეგისტრირებს.

დღის ამბები