19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"შესაძლებლობა ჩნდება, რომ ახალი უმცირესობა დალაგდეს" - ბესელია საპარლამენტო უმცირესობის შექმნას არ გამორიცხავს 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებთან ერთად საპარლამენტო უმცირესობა თავად შექმნას.

მას შემდეგ, რაც ბესელიასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის რიგები მისმა თანაგუნდელებმა დატოვეს, პარლამენტში ახალი რეალობა შეიქმნა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა.

ბესელია ამბობს,რომ ახლა პარლამენტში პოლიტიკური სურათი და ველი იცვლება. „ახლა, ეს უკვე ნიშნავს, რომ პარლამენტში ახალი კონფიგურაცია ლაგდება. ახალი გადაჯგუფება ხდება და პოლიტიკური სურათი და ველი შეიცვლება.

ვნახოთ, შესაძლებლობა ჩნდება,რომ ახალი უმცირესობა დალაგდეს და შეიცვალოს ამ მხრივაც პოლიტიკური მოცემულობა,ამიტომ არც ამას გამოვრიცხავ, რომ ასეთი ახალი უმცირესობა შეიქმნას“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები