19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა“ - სერგეენკოს არ სჯერა, რომ გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა

გამოვრიცხავ გიორგი გახარიას ეს გაეკეთებინა - ჯანდაცვის მინისტრი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც შს მინისტრი მუქარაში დაადანაშაულა. 

დავით სერგეენკოს მამუკა ხაზარაძის არ სჯერა. სერგეენკო ხაზარაძისგან მტკიცებულებებს ითხოვს.

„საკითხი თავისი მასშტაბით აუცილებლად მოითხოვს გამჭვირვალე და მოკლე ვადებში გამოძიებას. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის სერიოზული ბრალდება, რომელსაც სჭირდება დამტკიცება, ან გამორიცხვა.

"დასკვნის წინასწარ გენერირება არ არის სწორი. გიორგი გახარიას ვიცნობ წლებია - სამსახურეობრივადაც და მეგობრულადაც. გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა“ -განაცხადა დავით სერგეენკომ.

ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა. 

ხაზარაძის თქმით, გახარია მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.

ხაზარაძე ამბობს, რომ არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.

დღის ამბები