საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში მივა. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა.
პრეზიდენტის ანგარიშის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც საპარლამენტო უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. ამის შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების სიტყვით გამოსვლა.
ახალი რეგლამენტით სალომე ზურაბიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოუწევს.