19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბიზნესი უნდა იყოს დაცული და კითხვებზე პასუხი უნდა იქნას გაცემული - ზურაბიშვილის პრესსპიკერი TBC ბანკის საქმეზე

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს,რომ ბიზნესი უნდა იყოს დაცული - ასე პასუხობს პრეზიდენტის პრესსპიკერი TBC ბანკის საქმესა და მამუკა ხაზარაძის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვას. თუმცა ხატია მოისწრაფიშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა - როგორ აფასებს პრეზიდენტი ხაზარაძის სკანდალურ განცხადებას, რომელიც შს მინისტრის მიერ გაგზავნილ მუქარის შემცველ წერილს ეხებოდა.

ტრადიციულ ბრიფინგზე მოისწრაფიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ დაცული ბიზნესი მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

“ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია ბიზნესი იყოს დაცული, მას ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ამავე დროს მიმდინარეობს ძალაზე მწვავე პროცესი და აუცილებელია ამ პროცესში არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. კითხვები აქვს საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე პასუხი უნდა იქნას გაცემული,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები