იყო მოთხოვნა ღარიბაშვილის დაბრუნებაზე - ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი "ქართულ ოცნებაში", ექსპრემიერ ღარიბაშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა.
"მე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მთავრობაში ვმსახურობდი, ვიცი მისი პოზიციები და მიდგომები მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის შემდეგ მე მასთან არ მქონია კონტაქტი ვფიქრობ, მისი პოზიციები არ შეიცვლებოდა და ამან განაპირობა ის რომ ის დაბრუნდა, რომ იყო მოთხოვნა მის დაბრუნებაზე, რომ ის შემოგვიერთდა კვლავ და არ დაგიმალავთ,რომ ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ მიუხედავდ ყველაფრისა, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ვისთან ერთადაც ჩვენ სწორედ 2011-2012 წლებში ვიბრძოდით,“-აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში და პარტია "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი იქნება. ღარიბაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის შეცვალა.