19 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
გადაადგილებები "ქართულ ოცნებაში" - ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს 

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს და ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლოს.

„კურიერის“ ინფორმაციით, დიდ გადაადგილებებზე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა უკვე მსჯელობს. ცნობილია სქემაც, რომლითაც „ქართულ ოცნებაში“ მეორედ მოსული ღარიბაშვილი პარლამენტში მოხვდება და სპიკერის პოზიციას დაიკავებს.

ის სავარაუდოდ, კენჭს მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის. მანდატი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისუფალია და იქ შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში და პარტია "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა. ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი იქნება. ღარიბაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის შეცვალა. 

დღის ამბები