19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი - დავით საგანელიძე კობახიძის ღარიბაშვილით შესაძლო ჩანაცვლებაზე 

პარტიაში ძირეული ცვლილებები იყო საჭირო - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. როგორც პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დავით საგანელიძემ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც პარტიამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

დავით საგანელიძე ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში შესაძლო შესვლის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.

"ეს საკითხი არ დამდგარა, არც არავის უხსენებია. თუ მე მკითხავთ პირადად მე მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი. ერთი მინდა გითხრათ, რომ როცა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან წავიდა, წავიდა ისე რომ საკმაოდ ისე, რომ საკმაოდ დიდ პოტენციალი მასში არსებობდა და დარჩა. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ეს პოტენციალი პარტიამ ახლა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს,"-განაცხადა დავით საგანელიძემ. 

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებას ემსახურება.  სავარაუდოდ ის კენჭს იყრის მთაწმინდის მაჟორიტარად. მანდატი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისუფალია და იქ შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი არსებული ინფორმაციით, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები