ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში და პარტია ქართულ ოცნებაში დაბრუნდა. სამწლიანი დუმილი რესპუბლიკელების ლიდერმა დღეს კურიერთან დაარღვია და თქვა რეალური მიზეზი, რის გამოც 2015 წლის 23 დეკემბერს პრემიერი ღარიბაშვილი პოსტიდან გაუშვეს.
ირკვევა, რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილის თანამდებობიდან გაშვება სწორედ რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მოსთხოვეს. მძიმე არჩევანის წინაშე მყოფმა ივანიშვილმა კი პოლიტიკური რყევების შიშით მისი გარემოცვის წევრი გაწირა.
ირაკლი ღარიბაშვილი სამი წლის წინ პოსტიდან მოულოდნელად გაუშვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ღარიბაშვილთან კაბინეტში 23 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი, მაია ცქიტიშვილი, შევიდა და ივანიშვილის დავალება გადასცა, რომ უნდა გადამდგარიყო. მაშინ გამოსამშვიდობებელი ბრიფინგიც ღარიბაშვილის გარეშე ჩანიშნეს.
ქართლი ოცნების ყოფილი წევრები კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილს გადადგომა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოსთხოვა და მიზეზიც იქვე უთხრა.
ღარიბაშვილის გამო დატოვეს ქართული ოცნება თავისუფალმა დემოკრატებმა.
ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების უპირობო შემსრულებელი იყო და როდესაც ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ჩამოშორება გადაწყვიტა, ეს ღარიბაშვილის ხელით გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება ქვეყნის იმიჯს დააზარალებს, განსაკუთრებით იმ შეთხვევაში, თუ ივანიშვილი მასზე დიდ გეგმებს აწყობს.
თუ ღარიბაშვილი შუალედური არჩევნებით პარლამენტში მოხვდება, პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მან ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩაანაცვლოს.