არასამთავრობო სექტორი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან თავდასხმის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. პოლიტიკაში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას რეაქციაში თქვა, რომ მესამე სექტორი, დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, სასამართლო სისტემის ჩამოშლას ცდილობს.
„ეს არის ორკესტრირებული ჩვენი მთავარი დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ, მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოების მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა. 2013 წელს ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული ენჯეოები პირდაპირ მოითხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. ახლა ნახეთ მათი სამართლიანი მიდგომა. დღეს იგივე გვარები აპროტესტებენ ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს იმასთან, რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩამოშალონ და კიდევ ერთხელ ქაოსი შეიტანონ ამ სისტემაში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.