19 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
"ღარიბაშვილის შემოსვლით რაღაც მღელვარება გაჩნდა ოპოზიციაში და "ოცნებაზე" განაწყენებულ ყოფილ წევრებში" - დიმიტრი ხუნდაძე

"ღარიბაშვილის შემოსვლით რაღაც მღელვარება გაჩნდა ოპოზიციაში, იმ წევრებში, რომლებიც განაწყენებულები არიან ქართულ ოცნებაზე," - ეს განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ოპოზიციისა და ოცნების ყოფილი წევრების განცხადებაში შეინიშნება შფოთვა.

მისი თქმით, მან არ იცოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრუნდებოდა და ამის შესახებ დღეს გაიგო და ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით არასწორია, როდესაც ყოფილი წევრები ოცნებაზე უარყოფითად საუბრობენ. დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავის დროზე ეს არ გაუკეთებია და ღირსეულად წავიდა.

ის თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება "სწორად გათბლილი ნაბიჯია".  

„მისი შემოსვლა არის სტრატეგიული პოლიტიკურად სწორად დაგეგმილი ნაბიჯი. მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსების დაბრუნება იყოს კრიზისი. თუ ღარიბაშვილის დაბრუნება არის კრიზისი ოცნებისთვის, მაშინ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება კიდევ უფრო დიდი კრიზისი ყოფილა ნაციონალური მოძრაობის,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე ოპონენტების შეფასებასაც ეხმაურება, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის მითითებებს შეასრულებს. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის არ არის შემთხვევითი პიროვნება, ის პარტიის თავმჯდომარეა და ტერმინი "არაფორმალური მმართველი" არასწორია. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და ეს ბუნებრივია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები