ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით იწუნებენ პოლიტოლოგები. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ კრიზისს "ქართულ ოცნებაში" ვერ დაძლევს და ოლიგარქმა კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგა. მათი შეფასებით, ღარიბაშვილი 2012 წლის ცრუ დაპირებების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ის ძველი გვარდიის წევრი "ქართული ოცნების" ლუსტრაციას ახდენს.
"თუ თვით ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ არ უშველა "ქართული ოცნები" კრიზისს და გაღრმავდა ეს კრიზისი,მ თუმცა დროებით შეჩერდა შარშან გაზაფხულზე, ასეთივე შედეგს უნდა ველოდოთ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებიდან,"-აცხადებს გია ნოდია.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელს ნოდარ ხარშილაძეს კი მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" ე.წ. ძველი გვარდია პირდაპირ ასოცირდება არჩევნების სიცრუის კამპანიით მოგებასთან და შეუსრულებელ დაპირებებთან.
"ღარიბაშვილის დაბრუნება არის ძალიან კარგი, ჩემი აზრით, ის ლუსტრაციას აკეთებს "ქართული ოცნების" და ის ხალხი, ვინც გადამწყვეტი როლი ითამაშა სიცრუის კამპანიაში, რითაც მერე არჩევნები მოიგეს, დაპირებები, რომლებიც არცერთი არ შესრულდა თითქმის. ჩემი აზრით, ცოტაა ბატონო ბიძინა, ველოდებით ჭიკაიძის დაბრუნებას, თუ დაბრუნებაა, ბოლომდე დაბრუნება იყოს და მთელი რეზერვი გამოვიყენოთ," - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.