19 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
პრეზიდენტის პირველი ანგარიში - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი ანგარიშით კანონმდებლების წინაშე პირველად წარდგება. იგი პარლამენტში უკვე მივიდა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელთა ირგვლივაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.  

"იქნება საუბარი შეწყალების კომისიასთან დაკავშირებითაც. იქნება ახალი ინიციატივები და ძალიან საინტერესო აქცენტები სხვადასხვა საკითხებზე"-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. 

სხდომა სალომე ზურაბიშვილის მოხსენებით დაიწყება, ამის შემდეგ კი განცხადებებს ფრაქციის ხელმძღვანელები გააკეთებენ. 

სხდომა დებატებისა და "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ჩაივლის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები