19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი თავის დროზე პრემიერობიდან? - ეკა ბესელია

დაბრუნებიდან პირველივე დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ სკანდალში ეხვევა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს მისი ყოფილი თანაგუნდელები უპირისპირდებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ ტელეინტერვიუში თქვა, რომ ბესელია დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის და არც პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიუღია დამოუკიდებლად.

ექსპრემიერის ამ გზავნილს დღეს ბესელია გამოეხმაურა და ღარიბაშვილს სთხოვა, ეთქვა, თავად რატომ დატოვა პარტია წლების წინ.

„მე ყოველთვის ვიყავი და თავისუფალი ვარ, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებ და ვამბობ იმას, რაც მწამს და მჯერა. მაგრამ არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გუშინ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილი თავად იყო თავისუფალი. დამრჩა განცდა, რომ ის იმ გზავნილებს ახმოვანებდა, რაც უნდა გაეხმოვანებინა. იყო ძალიან წინააღმდეგობრივი განცხადებები. რატომ წავიდა ის თავის დროზე პრემიერობიდან, მან ხომ თქვა, რომ ის თავისით წავიდა, არტომ წავიდა? მე რისთვისაც წავედი, ეს ავხსენი,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები