19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
გვჯერა,რომ სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვას იტყვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში - თალაკვაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის პირველ ვიზიტს დასავლეთში დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკაში მკაფიო სიტყვას იტყვის.

თალაკვაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერა სწორედ  დიპლომატიის სფეროში მისი დიდი გამოცდილების გამო გამოუცხადა.

„გვჯერა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ის თავის სიტყვას მკაფიოდ იტყვის და აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში, მით უმეტეს, იმ რეალობაში, როცა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენ უფრო ქმედითი გადაწყვეტილება გვჭირდება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

 

დღის ამბები