19 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ეს არ არის ჩემთვის შეურაცხყოფა, ეს შეურაცხყოფაა ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოსი - ზურაბიშვილი ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება

"ვწუხვარ, რომ აქ არის ცარიელი ადგილები, როცა ამ დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის. ეს არ არის ჩემთვის შეურაცხყოფა, ეს არის შეურაცხყოფა ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოსი,“ - ეს განცხადება მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ის ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას არ ესწრებიან.

„გვიყურებს ხალხი, მათ მივმართავ, ამ ცარიელი სკამების უკან არსებობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ასევე არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი და არანაკლებად მნიშვნელოვნები, ვიდრე სხვები. იმედი მაქვს, რომ მათ გაიგეს, რომ მათაც მივმართავ და შეუძლიათ ჩათვალონ, რომ მე ვარ მათი პრეზიდენტი და ვიცი, რომ იმათმა არ გამოაცხადეს რამე ბოიკოტი,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები