19 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ოპოზიციის ახალი ინიციატივა - "ახალი საქართველო" საბავშვო ბაღების პედაგოგების კვების საკითხით უზრუნველყოფას ითხოვს

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სამუშაო პირობები - პარტია ”ახალი საქართველო” ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თბილისის მერიას და ბაღების სააგენტოებს მოუწოდებენ, ბაგა-ბაღების პედაგოგების კვების საკითხი, ბავშვების მსგავსად, სახელმწიფომ უზრუნველყოს.

პარტიის წარმომადგენლებმა ის სტატისტიკა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს შეუძლია, დამატებითი დანახარჯების გარეშე, საკუთარ თავზე აიღოს ვალდებულება და დღის განმავლობაში აღსაზრდელებისათვის მომზადებულ საკვებს პედაგოგების ულუფაც დაუმატოს.

ინიციატივა თითო ბაღში დაახლოებით 50 ადამიანის კვების დამატებას ითვალისწინებს.

„მაშინ, როდესაც აღმზრდელების, პედაგოგების ხელფასები არის მხოლოდ 220-260 ლარი ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ეს ინიციატივა და საკვების მომზადება პედაგოგებისთვის გახდეს აუცილებელი ნაბიჯი, ვინაიდან ეს ნაბიჯი არ საჭიროებს არც ბიუჯეტის ცვლილებას და ბიუჯეტის დამატებას,“ - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

დღის ამბები