„ძელის ახლით შემოსაღების მცდელობა აქვთ. გადაღებეს ღარიბაშვილი, ახლა გაალამაზეს და გვეუბნებიან, რომ ახალი სისხლი და ახალი ძალა მოვიდაო,“- ეს განცხადება, „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ გააკეთა. ის ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას გამოეხმაურა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი ექსპრემიერის მეორედ მოსვლას წარსულში დაბრუნებად აფასებს.
„ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ ვიღაცები ჩემი ნათესავები სარგებლობდნენო ბოროტადო, რაღაც საკითხებით, თანამდებობით, ბოროტად, უფლებამოსილებას გადააჭარბესო. ისინი დავსაჯეო და სახლში ჩემთან აღარ მოდიანო. ვსვამ კითხვას, „ქართულ ოცნებას“ თავისი სისხლის სამართლის კოდექსი, სამართალი და სასჯელები აქვს? სასჯელია, რომ ის სახლში არ უშვებს?“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი გახდა. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.