19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
თუ წასვლის შემდეგაც გაჩუმდები, ივანიშვილს არ დაუპირისპირდები, გიჩნდება შანსი, რომ სადმე მეორე დაბრუნდე - ნინო ბურჯანაძე

"თუ წასვლის შემდეგაც გაჩუმდები, ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდები, გიჩნდება იმის შანსი, რომ სადმე მეორე დაბრუნდე" - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლას.

ბურჯანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ უმძიმეს კრიზისშია, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მიღებული გადაწყვეტილებებით მას კიდევ უფრო ამძიმებს.

ბურჯანაძის შეფასებით, ვინც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არ დაუპირისპირდება, უჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკაში კიდევ დაბრუნდეს.

„ქართული ოცნება“ არის უმძიმეს კრიზისში და, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამ კრიზისის ნიშნებს აცნობიერებს, თუმცა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. ამავდროულად, ჩვენ დავინახეთ, რომ თუ წასვლის შემდეგაც გაჩუმდები, ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდები და მისადმი ლოიალობას შეინარჩუნებ, გიჩნდება იმის შანსი, რომ მეორე დაბრუნდე სადმე,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი გახდა. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 

დღის ამბები