ლევან მურუსიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ ისინი მუდმივად იყენებენ ისეთ სიტყვებს მოსამართლეთა კორპუსის მიმართ, როგორიც არის კლანი და საუბრობენ ულტიმატუმის ენით.
ლევან მურუსიძის ეს განცხადება, მესამე სექტორის ბოიკოტს მოჰყვა, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის მორიგ შეხვედრას არ ესწრებიან. დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.
„როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა დატოვოს 20-მა მოსამართლემ, 30-მა მოსამართლემ, ეს არის კლანი... ესე ვერ დალაგდება. არასოდეს ჩემი მხრიდან პირადად არასამთავრობოების მიმართ შეურაცხყოფა არავის არ გაუგონია. შეიძლება მეც მაქვს ჩემი პოზიცია. კლანია, დატოვოს მოსამართლეთა კორპუსმა, ეს გააკეთოს .... ესეთი ულტიმატუმებით საქმე ვერ გაკეთდება. ამიტომ რა პატივისცემასაც სასამართლო კორპუსი გამოხატავს ზოგადად ამ პერიოდში გნებავთ არასამთავრობოების მიმართ, კონფერენცია რომ ჩავატარეთ, ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელიც არ მოსულა. აი სად არის ვთქვათ "საერთაშორისო გამჭირვალობა’, „საია“ მოვიდნენ და ისაუბრონ , მოუსმინონ მოსამართლეებს,"-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი