19 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
"რუსთავი 2" პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დღემდე შეუფერხებლად საქმიანობს"- თალაკვაძე

„რუსთავი 2-ის საქმეს თქვენ რომ მე შემახსენებთ, ესეც არის თქვენი სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მედია თავისუფლების ნაწილი" - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უარყოფს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული მედიასაშუალებების გაკონტროლების სურვილი და მცდელობა აქვს.

"რუსთავი 2"-ის რეპლიკაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა "რუსთავი 2"-ის ბაზარზე დარჩენა და ტელეკომპანიის ჟურნალისტები კრიტიკულ კითხვებს სწორედ ამიტომაც სვამენ. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2012 წელს,"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამ დრომდე "რუსთავი 2"-ს პრობლემები არ შექმნია. 

"მეც შეგახსენებთ ასევე,რომ რუსთავი არის სწორედ 2012 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელევიზია ხელისუფლების მიმართ. ეს ტელევიზია 2012 წლის პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში დღემდე შეუფერხებლად საქმიანობს და ფარავს ყველა მოვლენასა და ფაქტს, როგორც მას ეს მიაჩნია საჭიროდ“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები