19 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ეს წერილი ზედმიწევნით ასახავს „ქართული ოცნების“, კერძოდ კი ივანიშვილის პოლიტიკას - ნინო გოგუაძე ხაზარაძისადმი გაგზავნილ სკანდალურ წერილზე 

სკანდალურ, მუქარის შემცველ წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მან არჩევნების წინ შს მინისტრისგან მიიღო, ნინო გოგუაძე ეხმაურება.

„თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ წერილის ნამდვილობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას გამოხატავს.

გოგუაძე წერილის იმ პუნქტებს ეხმაურება, სადაც მედიასა და კონკრეტულად „ტვ პირველის" შესახებ არის საუბარი.

წერილი დღეს პროკურატურმა გაასაჯაროვა და მასში ნათქვამია, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, ამიტომ ივანიშვილის ყველაზე გავლენიანი მინისტრი ხაზარაძეს სამ პირობას უყენებს.

მათ შორისაა მოთხოვნა - ტელეკომპანია "პირველმა" შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ წერილის ნამდვილობაში, სწორედ იმიტომ რომ ეს წერილი ზედმიწევნით ასახავს „ქართული ოცნების“, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას. მისი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე დიდი ხანია ჩვენთვის ცნობილია, იგი ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, იგი ზღუდავს თავისუფალ ბიზნესს, საფრთხეშია „ტვ პირველი“, საფრთხეშია „რუსთავი 2“, საფრთხეშია ყველა დამოუკიდებელი მედია, რადგან, როგორც ჩანს, ახალი შტურმისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილის სიტყვის ჩასახშობად,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები