საქართველო EBRD-ისთვის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად რჩება - ეს განცხადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
შეხვედრისას გააკეთა.
სერ სუმა ჩაკრა-ბარტის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და მისი გამოცდილების გაზიარებით ბანკის ბევრი პარტნიორია დაინტერესებული.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზეც.