ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, არ საუბრობს იმ მუქარის წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა მისწერა.
ქობულია ამბობს, რომ კარგი იქნება TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პრობლემური დისკუსია დასრულდეს. მინისტრი არ გამორიცხავს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაზლებლობას. ამბობს,რომ ყველა ინსტრუმენტი უნდა იქნას გამოყენებული სიმართლის დასადგენად.
„მე მგონია, რომ რაც უფროს სწრაფად მოხდება ამ საკითხის დასრულება და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის, ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დაასრულებს ამ პრობლემის მოგვარებას,“-აცხადებს გიორგი ქობულია.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მინიოსტრი ამბობს, რომ TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ნეგატიურ ფონს ნამდვილად ქმნის, თუმცა პროექტის განხორციელებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.