19 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
პრემიერის საგანგებო თათბირი „ქართულ ოცნებაში" - ბახტაძე კობახიძესა და დეპუტატებს შეხვდა

პრემიერის საგანგებო თათბირი „ქართულ ოცნებაში“ - ბრიუსელიდან დაბრუნებული მამუკა ბახტაძე დილით პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა.

როგორც ცნობილია, პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს, ფინანსთა მინისტრს, განათლების მინისტრსა და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილს შეხვდა.  

უცნობია, რა იყო შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა და უკავშირდება თუ არა ეს შეხვედრა პარტიაში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობას. მამუკა ბახტაძე საქართველოში არ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

თავად ღარიბაშვილი კი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში არ გამოჩენილა, ის არ იმყოფებოდა არც პრემიერთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე.

უცნობია, როდის გადაიბარებს ყოფილი პრემიერი პარტიის მართვის სადავეებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე იყო. მმართველი პარტიის უხუცესი დეპუტატი, რევაზ არველაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.  

„არის ახალი წინადადებები განათლების ხარისხის თვალსაზრისით. იმ თვალსაზრისით,  რომ ძალიან ჩამორჩენილი ვართ. საქართველოს საზოგადოება მთლიანობაში არის ძალიან ჩამორჩენილი მოწინავე ქვეყნებისაგან,“-ამბობს რევაზ არველაძე.

დღის ამბები