19 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ხაზარაძისადმი გაგზავნილი სკანდალური წერილი - მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების კითხვებს გაექცა

სკანდალურ წერილზე, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ბახტაძის მტკიცებით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, პრემიერი კომენტარს არ აკეთებს. მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების კითხვებს დღესაც გაექცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ექსპრემიერი პარტიის პოლიტიკურ მდივნად რამენიმე დრის წინ დაინიშნა. 

საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ცოტა ხნის წინ დასრულდა განათლების რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც პრემიერმა თავად წარადგინა, თუმცა მამუკა ბახტაძემ შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლებაზე წარიმართება.

სკანდალური წერილი გუშინ პროკურატურამ გაასაჯაროვა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მტკიცებით, მან გიორგი გახარისგან მიიღო. წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ: 

პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები