19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უნდოდა, რომ მათი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო ჩართული მოსამართლეების წარდგენაში - კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი კრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციებს - ირაკლი კობახიძე მესამე სექტორის მიერ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატის პროტესტის ნიშნად დატოვებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, საუბარია არა არასამთავრობო სექტორზე, არამედ რამდენიმე ორგანიზაციაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„არასამთავრობო სექტორზე არ არის საუბარი, საუბარია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან. გახსოვთ თქვენ, როგორც იქცეოდნენ ისინი ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ვიდრე მოვიდოდნენ შეხვედრაზე, მანამდე აანონსებდნენ ჯგუფიდან გასვლას და მერე ესე აცხადებდნენ, რომ, თითქოს, იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არის ნაკარნახევი პოლიტიკური ინტერესებით. არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური მიკერძოება და ამ მიკერძოების კარნახით მოქმედებენ ისინი.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი პასუხისმგებლობით მოამზადა ძალიან ფართო ჩართულობით კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული. ამის წინააღმდეგ უნდოდა წასვლა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს პოლიტიკური ინტერესი, პოლიტიკური ინტერესის გამო, მათ უნდოდათ, რომ მათი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო ჩართული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენაში, რაც კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ. შესაბამისად, ასეთი ავანტურისტული ინიციატივები ვერ იქნებოდა გაზიარებული ჩვენ მიერ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების შესახებ კანონპროექტი ეკა ბესელიამ პარლამენტში ოფიციალურად შეიტანა. დოკუმენტი იმ კანონპროექტის ალტერნატივაა, რომელზეც მმართველი გუნდი უკვე რამდენიმე კვირაა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მსჯელობს. ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მმართველი გუნდი ჯერ არ გამოხმაურებია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები