19 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ TBC ბანკის საქმემ მიმდინარე პროექტები შეაფერხა - "მწარმოებელთა ასოციაციის" პრეზიდენტი

ქართველ ბიზნესმენთა ნაწილი TBC ბანკის საქმეზე მათი დუმილის მიზეზებს განმარტავენ - „მწარმოებელთა ფედერაციის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ უმჯობესია ბიზნესი და სამართლებრივი დავა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.

ლევან სილაგავას განცხადებით, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებმა არ დააზიანოს ბიზნესგარემო.

„მწარმოებელთა ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გამოძიების პროცესი და ბიზნეს პროცესი გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან. გარკვეულწილად ეს იყოს ღია, ისეთი პროცესი, რომელიც არ დააზიანებს,როგორც საქართველოს იმიჯს, ასევე ინვესტორების მხრივ შეფერხება არ იქნება,“-აცხადებს სილაგავა.

კითხვაზე, გამოიწვია თუ არა TBC ბანკის ირგვლივ დაწყებულმა კამპანიამ ინვესტორთა შეფერხება და მიადგა თუ არა ზიანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს, როგორც ამას თავად ხაზარაძეც ამბობს - სილაგავა პასუხობს, რომ დადასტურებული ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ გააჩნია. 

„ბიზნესგარემოსთან მიმართებაში ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პროექტები ხორციელდება სახელმწიფოს მიერ, კერძო სექტორის მიერ და შესაბამისად ასეთი დადასტურებული ინფორმაცია ამ წუთისთვის არ გაგვაჩნია“ - ამბობს ლევან სილაგავა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები