19 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"ესეთი წნეხის ქვეშ მთავრობის ყოლა, მართლაც ზედმეტი არ მოგივიდეთ ჩემო კოლეგებო" - ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

პარლამენტში მინისტრის საათია. დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ. ლევან დავითაშვილს ამ წუთებში დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ. შეკითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებულ რეფორმას, ტყის კოდექსს, ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებსა და ჰაერის დაბინძურების თემებს უკავშირდება.

ოპოზიციას კი პრეტენზიები აქვს მმართველი გუნდის დეპუტატები მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიამ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი კითხები მინისტრის მიმართ სიმწვავეს არის მოკლებული.

„პატივცემული კოლეგები "ქართული ოცნებიდან" კვლავ გვაკვირვებენ თავისი კითხვების სიმწვავით მინისტრთან. ესეთი წნეხის ქვეშ მთავრობის ყოლა, მართლაც ზედმეტი არ მოგივიდეთ ჩემო კოლეგებო,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით ლევან დავითაშვილი მწვავედ გააკრიტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„მთავრობის დადგენილებით აიკრძალა 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ექსპორტი. იცით ეს იდეა რას მაგონებს? ახლა რომ კანონი რომ საქართველოში აიკრძალოს 140 კილოგრამს ქვემოთ ადამიანების პარლამენტში არჩევა. ან მინისტრის გამწესება თუ არის ის 140 კილოზე ნაკლები. ამ კრიტერიუმით ბატონო ლევან თქვენ ვერ გახდებოდით ვერასდროს მინისტრი, ხოდა ვერც მე და ვერც თიკა დეპუტატები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები