19 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"ხაზარაძის და ოქუაშვილის ქმედება ერთმანეთს ჰგავს, როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, კარგად იცით" - ირაკლი კობახიძე

"მამუკა ხაზარაძის და ზაზა ოქუაშვილის ქმედება ერთმანეთს ჰგავს, როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, კარგად იცით,“ - ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ TBC ბანკის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები შეაფასა.

ხაზარაძის თქმით, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. გზავნილის დედანი პროკურატურამ გუშინ გაასაჯაროა.

კობახიძის შეფასებით კი, „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი საკითხია და მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ქმედებებს შეადარა. პარლამენტის თავმჯდომარე იმ სკანდალური წერილის სანდობაას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

ირაკლი კობახიძე-ის სურათის შედეგი

"არასერიოზულია საუბარი წერილზე, როდესაც შემდეგ ბეჭდავ ქსეროქსის აპარატზე, ყველას გვაქვს კაბინეტში პრინტერი, შეგვიძლია ამობეჭდვა, მათ შორის იმ ადამიანსაც, ვისაც მოაქვს ასეთი ბრალდება. ეს არის არასერიოზული. ქადაგიძესთანაც არსებობს კითხვები. ის იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ პერიოდში. ამიტომ შეიძლება კითხვები დაისვას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.

"აქ არის ძალიან მარტივად საქმე. გახსოვთ, ალბათ, ოქუაშვილის შემთხვევაც, რომელსაც ჰქონდა 50 მილიონი ლარის ვალი და მისი ინტერესი იყო ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არის სამართლებრივი საკითხი და არის მცდელობა, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ არ გვინდა პოლიტიკური დატვირთვა, როცა საქმეს აქვს სამართლებრივი დატვირთვა, აქედან გამომდინარე, არ გვინდა საგამოძიებო კომისია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სკანდალური წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები