19 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
თუ ინტერნეტში აპირებენ ახალი ადამიანების მოძებნას, წარმატებებს ვუსურვებ - კაპანაძე "ქართულ ოცნებაზე" 

თუ ინტერნეტში აპირებენ ახალი ადამიანების მოძებნას, წარმატებებს ვუსურვებ- ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ გააკეთა. კაპანაძე „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ახალ სახეების მოძიების პროცესში, უცხოელი კონსულტანტების ჩართვას ეხება. 

კაპანაძის თქმით, პროცესში უცხოელი კონსულტანტების ჩართვის გადაწყვეტილება, „ქართულ ოცნებას“ კრიზისის მოგვარებაში ვერ დაეხმარება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის დაშლის პროცესი გაგრძელდება და ივანიშვილი ერთობას ვერ შეინარჩუნებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რესურსი აღარ აქვს, რასაც პარტიაში ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაც ადასტურებს.

„ის რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის მოზიდვის, უკვე არავისთვის ახალი აღარ არის და ყველაზე კარგად ეს დაადასტურა თავად ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ახალ სახედ საზოგადოებას წარუდგინა ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის მთელი მათი რესურსი. ახლა თუ ინტერნეტში აპირებენ ახალი ადამიანების მოძებნას, წარმატებებს ვუსურვებ,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები