საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. დეკლარაცია, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა, კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში მუზეუმი - ,,ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ხელმომწერთა სახლი" დაათვალიერა და ,,ლიეტუვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას" გაეცნო.