23 იანვარი 2025,   00:50
ვრცლად
15 წლის მოზარდი გენ.ინსპექციის თანამშრომლებმა იმ პირის თანდასწრებით გამოკითხეს, ვინც მასზე სავარაუდოდ, ზეწოლას ახდენდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველების მხრიდან 15 წლის მოზარდზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე  მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ მხოლოდ „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო.

      არასრულწლოვნის თქმით, მასსა და მის ოჯახზე პოლიცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა, რათა ფაქტი არ გაეხმაურებინათ.

      გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები 15 წლის მოზარდს დღეს მის მშობლებთან ერთად კითხავდნენ. თუმცა იმავე ოთახში იმყოფებოდა მათი ნათესავი, შოთა ჯავახიშვილი, რომელიც ყოფილი პოლიციელია. ის "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. 

      ის არასრულწლოვანსა და მის ოჯახზე გენინსპექციის მისვლამდე, სავარაუდოდ, ზეწოლას ახდენდა და მათ სთხოვდა, რომ ფაქტზე არ ესაუბრათ.

      „კურიერის“ კითხვას, თუ რა სტატუსით ესწრებოდა გამოკითხვას ჯავახიშვილი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა არ უპასუხეს.

      შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა.

      ქურდობის ბრალდებით დაკავებული სკოლის მოსწავლის თქმით, ბოლნისის პოლიციის შენობაში 8 საათის განმავლობაში განყოფილების უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი ფიზიკურად უსწორდებოდა. 

      არასრულწლოვნის თქმით, პოლიციელები ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ქამრით სცემეს და დაკითხვის დროს ხელი მოსტეხეს. 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

      ამავე თემაზე
      დღის ამბები