17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
"მირტყეს მოტეხილ ხელში... მეუბნებოდნენ, ვიდეოებს გიღებთო, როგორ დაგსვამთ ბოთლზეო" - მოზარდი პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს 

“მეუბნებოდნენ, ვიდეოებს გიღებთო, როგორ დაგსვამთ ბოთლში და შენს ძმაკაცებს ვანახებთო, მირტყამდნენ," - 15 წლის მოზარდმა „კურიერთან“ პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ფაქტის შესახებ ისაუბრა.

არასრულწლოვნის თქმით, პოლიციელები ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ქამრით სცემეს და დაკითხვის დროს ხელი მოსტეხეს.

ქურდობის ბრალდებით დაკავებული სკოლის მოსწავლის თქმით, ბოლნისის პოლიციის შენობაში 8 საათის განმავლობაში განყოფილების უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი ფიზიკურად უსწორდებოდა. 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

მოზარდმა „კურიერთან“ განაცხადა, რომ მისმა მშობლებმა გენერალურ ინსპექციას არ მიმართეს, რადგან მათ ემუქრებოდნენ. მისი თქმით, დაკითხვის დროს დანაშაული აღიარა, თუმცა სამართალდამცველებმა ფიზიკური ძალადობა მაინც გააგრძელეს. 

„წიხლი ჩამარტყეს, მირტყეს მოტეხილ ხელში. ამიყვანეს პოლიციაში, მცემეს. მეუბნებოდნენ, ვიდეოებს გიღებთო, როგორ დაგსვამთ ბოთლში და შენს ძმაკაცებს ვანახებთო. მირტყამდნენ, ქამარს, გასაღებს, ბოთლს. მეორე კაცი ვინ იყოო, მოტეხილ ხელზე მირტყამდნენ,“ - განაცხადა მოზარდმა.

სამართალდამცველების დანაშაულზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ მხოლოდ „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო. არასრულწლოვანსა და მის ოჯახზე პოლიცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ახდენდა ზეწოლას, რომ ფაქტი არ გაეხმაურებინათ.

ზეწოლა, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდა და ოჯახს პოლიციამ შუამავლები მიუგზავნა, „კურიერის“ გადამღები ჯგუფის ყოფნის დროს ადგილზე გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ.

დღის ამბები