19 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
გაზრდილი კრიმინალი - "ევროპული საქართველო" სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკის შემუშავებას ითხოვს

გაზრდილი კრიმინალი და ბანდიტური დაჯგუფებები ქვეყანაში - ევროპული საქართველო  ხელისუფლებას კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ოთარ კახიძის თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენული ვითარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი მმართველ გუნდს სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდეს.

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი

„მარტო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი. მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებული, შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება,"- განაცხადა კახიძემ. 

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, გაზრდილი კრიმინალი ქვეყანაში საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. 

"ეს არის ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის არა ბიძინა ივანიშვილს, რომლის უსაფრთხოების დაცვაც არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი ამოცანა, არამედ რიგით მოქალაქეებს. ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელია დაუყოვნებლივ ნაბიჯები, რომელიც უნდა იყოს მიმართული ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისკენ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები