დღეს არის შენდობის დღე და შემინდეთ, მომიტევეთ - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სამების ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს მისთვის მიტევებას სთხოვს.
თუმცა, პრეზიდენტმა ჟურნალისტების ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. მათ შორის ისიც, მიუტევა თუ არა მან მამა გიორგი მამალაძეს.
„კითხვებზე არ ვპასუხობ. დღეს არის შენდობის დღე და შემინდეთ, მომიტევეთ და მე მგონი, რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.