19 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
დღეს არსებული მოდელი, რასაც გვთავაზობს "ოცნება" არის მიუღებელი - ოთარ კახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე

უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საკანონმდებლო ინიციატივა „ევროპული საქართველოსთვის“ მიუღებელია.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ მონოპოლიის გამყარებას ხელს უწყობს.

„დღეს არსებული მოდელი, დღეს არსებული სტატუსკვო არის მიუღებელი. რასაც გვთავაზობს ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, რომ ჩინჩალაძის ჯგუფს ჰქონდეს მონოპოლია და სრული ექსკლუზივი, მათ გადაწყვიტონ, რომელი კანდიდატები წარადგენენ პარლამენტს, ეს მოდელი ჩვენთვის არის მიუღებელი. შესაბამისად, მზად ვართ, რომ ნებისმიერ მოდელზე ვიმსჯელოთ ამის გარდა. ამ საკითხში არის სრული ერთიანობა „ქართული ოცნების“ გარდა არსებულ ყველა ჯგუფში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

უზენაესი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ბიურო ორ სხვადასხვა კანონპროექტს დაარეგისტრირებს. ერთ მათგანის ავტორი სპიკერი კობახიძეა, მეორესი კი „ქართული ოცნებიდან“ ახლად წასული ეკა ბესელია, რომლის დემარშის მიზეზიც სწორედ მოსამართლეთა დანიშვნა გახდა. 

დღის ამბები