19 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა

ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა. პარლამენტის ბიუროს დღეს ფრაქციის სამმა წევრმა - გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა და კობა ნარჩემაშვილმა, ფრაქციიდან გასვლის შესახებ მიმართეს.

ასევე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ სახელწოდებას იცვლის და „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები“ იქნება. გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური სწორედ აღნიშნულ ფრაქციას შეუერთდებიან.  

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს პარლამენტში მუშაობას დავით ჭიჭინაძე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრი, სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი, კი ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდნენ. 

დღის ამბები