19 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
„ჩვენთვის არაფერი არ იცვლება უმცირესობის დაშლით" - სერგი კაპანაძე

პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობა აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც კობა ნარჩემაშვილმა, მირიან წიკლაურმა და გია ჟორჟოლიანმა მმართველი გუნდი დატოვეს, საპარლამენტო უმრავლესობაში 108 დეპუტატი დარჩა, ამ პროპორციით კი უმცირესობას 21 დეპუტატი უნდა ჰყოლოდა. შესაბამისად,  არასაკმარისი წევრების გამო, ტექნიკურად საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ამით ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება.

„ჩვენთვის არაფერი არ იცვლება უმცირესობის დაშლით ჩვენ ვართ ყველა დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტში ნებისმიერი შემთხვევაში. უმცირესობის დაშლა ჩვენთვის რეალურად ნიშნავს იმას რომ 10-15 წუთით ნაკლების სალაპარაკო დრო გვექნება. როგორღაც ამის გარეშეც გავალთ ფონს. აქ არის საუბარი მცირე აპარატზე. ორ-სამ ადამიანზე და სიმბოლურ სტატუსზე, რომელსაც დათო ბაქრაძე ატარებდა როგორც უმცირესობის ლიდერი. დათო ბაქრაძე არის პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტში ამ სიმბოლური სტატუსით არაფერი არ განისაზღვრება მის პოლიტიკურ საქმიანობაში,“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

 

დღის ამბები