19 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, ანა დოლიძე იყოს

მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქში გასამართი შუალედური არჩევნები - ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად, რომელიც არჩევნებში იბრძოლებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე სახელდება. თავად ანა დოლიძე ამ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს და ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი, აუცილებელია, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც პარლამენტში ხალხის სახელით ილაპარაკებს და კრიტიკულად იქნება განწყობილი. 

ანა დოლიძე-ის სურათის შედეგი

„რეალურად, არავითარი მნიშვენლობა არ აქვს, ამ ბრძოლაში მონაწილეობას ვინ მიიღებს. ეს ვიქნები მე და შეიძლება არ ვიყო მე, იმიტომ რომ მე ერთი ძალიან დიდი ბრძოლა აგერ მაქვს გამართული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თუ ეს იქნება სხვა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს სუფთა ადამიანი, ის იყოს ადამიანი, რომელიც დაანგრევს ამ ისედაც მომაკვდაობის ეტაპზე მყოფ პარლამენტს და უმრავლესობას და ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ მის ზურგს უკან იყოს მთელი ოპოზიციური სპექტრი, არა მარტო ოპოზიციური სპექტრი, კრიტიკულად განწყობილი ჩვენი მოსახლეობა, რომელიც დღე დღეზე ელოდება, რომ გამოჩნდეს ვინმე, რომელიც დაიწყებს „ქართული ოცნების“ დასასრულს,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სწორედ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის რანგში იმყოფებოდა, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მას უფლებამოსილება შეუწყდა.

მთაწმინდის ოლქში  შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე იმართება.   

დღის ამბები