საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლისთავი - დღეს იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებების გამართვა დაგეგმილია მათ შორის საზღვარგარეთაც, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დამზადდა საიუბილეო მედალიონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მუზეუმსა და ლევილის მამულს გადაეცემა.