19 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის ულტიმატუმი - „კურიერის“ ინფორმაციით, დაპირისპირება სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებას უკავშირდება

იუსტიციის მინისტრის ულტიმატუმი - „კურიერის“ ინფორმაციით, თეა წულუკიანის მმართველ ძალასთან დაპირისპირება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებას უკავშირდება.

იუსტიციის უცვლელ მინისტრს ციხის გაკონტროლების უფლება არ მისცეს, რის გამოც მან მმართველ გუნდს საკუთარი პირობები წაუყენა. იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანის მოთხოვნები არ შესრულდება მინისტრი თანამდებობას დატოვებს. „ქართულ ოცნებაში“ კი, შიდა პრობლემებზე საუბარს თავს არიდებენ და დაპირისპირებას გამორიცხავენ.

დაძაბულობის გასანეიტრალებლად მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თეა  წულუკიანის თანამდებობის დატოვების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

Image result for გიორგი კახიანი„მე პირადად ინფორმაცია არ მაქვს რაზე არის საუბარი, რა საკითხს გულისხმობდა ქალბატონი თეა, ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ საპარლამენტო გუნდსა და იუსტიციის მინისტრს შორის, არანაირი გაუგებრობა და უთანხმოება არ არსებობს. ჩვეულებრივ რეჟიმში ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას. მე არანაირად არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება დასრულდეს მისი გუნდიდან წასვლით,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები