იუსტიციის მინისტრის ულტიმატუმს და თანამდებობიდან მის შესაძლო გადადგომას, ოპოზიცია ეხმაურება. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ წულუკიანის შესაძლო წასვლა, გუნდთან ღირებულებების სხვაობას არ უკავშირდება.
ოთარ კახიძის თქმით, თეა წულუკიანი თანამდებობიდან წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბიძინა ივანიშვილი გადააყენებს.
„თუ ივანიშვილს მობეზრდა მისი მინისტრობა, მაშინ გადააყენებს. რამე პრინციპული უთანხმოება, პრინციპული საკითხები და ღირებულებები არ არის აქ წყალგამყოფი დარწმუნებული ვარ.
"ქალბატონი წულუკიანის წასვლა მხოლოდ და მხოლოდ გააჯანსაღებს „ქართულ ოცნებას“ , იმიტომ, რომ არ მახსენდება მასზე ოდიოზური ფიგურა ხელისუფლებაში, რომელსაც არ აქვს არც იურიდიული განათლება, რომელსაც არ აქვს უნარი მენეჯმენტის,“-აცხადებს ოთარ კახიძე.
განცხადება თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა და გადადგომა არ გამორიცხა. იუსტიციის მინისტრმა გუნდს ულტიმატუმი წაუყენა და თქვა, რომ თუ შეთანხმება რიგ საკითხებზე ვერ მოხდება, ის "გვერდით გადგება".
"კურიერის" ინფორმაციით კი, თეა წულუკიანის მმართველ ძალასთან დაპირისპირება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებას უკავშირდება.
იუსტიციის უცვლელ მინისტრს ციხის გაკონტროლების უფლება არ მისცეს, რის გამოც მან მმართველ გუნდს საკუთარი პირობები წაუყენა. იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანის მოთხოვნები არ შესრულდება მინისტრი თანამდებობას დატოვებს.