“გირჩი“ აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. მიზეზებს პოლიტიკური გაერთიანება ღია წერილში განმარტავს.
პარტიის მიერ აუტის სამსახურისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ პარტია უარს ამბობს ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე მანამ, სანამ აუდიტის სამსახური 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით „ეუთოს“ დასკვნაზე არ მოახდენს რეაგირებას.
„გირჩი” უწყებისგან ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტების შესწავლასაც ითხოვს.
„პრობლემა არ გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხმები პირდაპირ იყიდოს, ოღონდ თქვას, რომ ვყიდულობ ხმებს. თუ თვითონ ამას მალავს და ფუთავს, რომ ეს არ არის კანონდარღვევა, მაშინ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ აუდიტის სამსახურთან,“-განაცხადა ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.