19 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
არავის უთქვამს, რომ თუ ღარიბაშვილი დაბრუნდება გუნდში ისინი წავლენ - მდინარაძე მინისტრთა შესაძლო გადადგომაზე

იუსტიციის მინისტრი ულტიმატუმი ძალაშია, წულუკიანი გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს. შესაძლოა, მმართველი გუნდი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა დატოვოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მმართველი პარტიის დეპუტატები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა საკითხებზე ვერ თანხმდება თეა წულუკიანი მთავრობასთან.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იუსტიციის მინისტრის ან სხვა მინისტრების უკმაყოფილება შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას უკავშირდებოდეს.

„პირდაპირ შემიძლია დავარქვა ჭორი იმას, რომ ვიღაცამ დააყენა გუნდში, ერთმა ადამიანმაც კი, რომ თუ ღარიბაშვილი, ან რომელიმე სხვა ადამიანი იქნება გუნდში ისინი გუნდში არ იქნებიან. ასეთი მსგავსი არ არის. თქვენ ნახეთ გუშინ ქალბატონი თეას განცხადება, რომ მისი მინისტრთა კაბინეტში დარჩენის საკითხი გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული. ამ პირობების შესახებ ჩვენ ვერ ვსაუბრობთ , იმიტომ, რომ საპარლამენტო გუნდს დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, როდესაც მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და მინისტრთა კაბინეტი საჭიროდ ჩათვლის, რომ გამოიტანოს ეს დეტალები სამთავრობო გუნდის და შემთხვევით არ ვამბობ, სამთავრობო გუნდის გარეთ, ამის შესახებ ჩვენც დეტალურად ვიქნებით ინფორმირებული,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები