19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლების აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან - ავიაკომპანია აეროპორტის მმართველ კომპანიას უპირისპირდება

"ჯორჯიან ეარვეისის"  თანამშრომლები "ტავ ჯორჯიას" წინააღმდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან  აქციას მართავენ. ქართული ავია კომპანიის წარმომადგენლები თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ თურქულ კომპანიას ადგილობრივი ავიაციის განადგურებაში სდებს ბრალს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თურქული კომპანია ზრდის გადასახადებს, რომლის გადახდასაც კომპანია აირზენა ვერ ახერხებს და იძულებულია მგზავრობის ღირებულება გაზარდოს.

„ეს არ არის ის ენა რა ენაზეც ჩვენ უნდა გველაპარაკონ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ არ შეიძლება, რომ ისევ ვიყოთ დაპყრობილი ქვეყანა. ოკუპანტები ისეც გვყოფნის ჩვენ და ოკუპირებული ტერიტორიები ისედაც ბევრია საქართველოში,“-განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა.

აქციას შეუერთდა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ-ჯორჯია” . ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ საავიაციო პოლიტიკაში არსებობს დიდი პრობლემები, რის გამოც ბევრი კომპანია გაკოტრდა. ის პრობლემების დარეგულირებას ხელისუფლებას სთხოვს.

 áƒ•áƒáƒ¡áƒ˜áƒš ურუშაძე-ის სურათის შედეგი"არაერთი კომპანიაა, რომელიც გაკოტრდა ან შეექმნა პრობლემები. ეს არის ეარ კავკასუსი, ეს არის "ფლაი ჯორჯია" , ეს არის "ფლაი ვისტა" , ეს არის "ავიკომონაია მაივეი," რომელიც ღიად აცხადებს რომ პრობლემები აქვს და დღეს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია გამოდის ქუჩაში. ეს ნიშნავს იმას რომ დღეს საავიაციო სექტორში არის კრიზისი და ამ კრიზისს უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო,“-განაცხადა ვასილ ურუშაძემ. 

დღის ამბები