19 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"არ მომხდარა ასეთი რამ, ესაც არის სიცრუე" - კობახიძე უარყოფს, რომ მან უმარვლესობის სხდომაზე ბოდიში მოიხადა

"არ მომხდარა ასეთი რამ, ესაც არის სიცრუე," - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე დავით ჭიჭინაძის განცხადებას, თითქოს, მან მმართველი გუნდის ერთ-ერთ შეხვედრაზე ბოდიში მოუხადა ეკა ბესელიას.

მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელზეც საუბრობს ჭიჭინაძე, იყო მწვავე დისკუსია, სადაც ეკა ბესელიამ თქვა, რომ ის იტყოდა ყველაფერზე სიმართლეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ისეთ სიმართლეს იტყოდა, რომ ეკა ბესელიას საუბრის სურვილი აღარ ექნებოდა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას ბოდიში არ მოუხდია და დავით ჭიჭინაძე ცრუობს.

„იქ იყო მწვავე დისკუსია. ის იყო საუბარი. მე არ მახსოვს, რა ტერმინი იყო გამოყენებული. ქალბატონმა ეკამ თქვა, რომ იტყოდა ყველანაირ სიმართლეს და მე ვუთხარი, რომ ისეთ სიმართლეს ვიტყოდი, რომ მას აღარ ექნებოდა საერთოდ საუბრის სურვილი. ეს ვთქვი მე. არასწორია, რომ შიდა პარტიული საუბრები გამოიტანო გარეთ. არ მომხდარა ასეთი რამ. ესაც არის სიცრუე. იყო იუმორში გადატანილი საუბარი და ეს გამოიყენა საბაბად ჭიჭინაძემ, თითქოს, მე მოვიხადე ბოდიში. არადა, საერთოდ სხვა რამე ხდებოდა სხდომაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.     

დღის ამბები