„მე ცალსახად ნათქვამი მაქვს და კიდევ შემიძლია, გავიმეორო, რომ, თუ ვინმეს არ აწყობდა ასეთი კადრების გავრცელება, ეს იყო ხელისუფლება,“ - ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, ყველაზე მეტად ამ კადრებმა დააზიანა ხელისუფლება და მის ინტერესებში ეს არ იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ასეთი საქმის გამოძიება არ არის ადვილი და შს მინისტრის მიერ გამოთქვა ინიციატივა, რომ ჩაერთონ საერთაშორისო საგამოძიებო ძალები.
რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელიც გაკეთდა მოქმედი ხელისუფლების დროს, როდესაც ნიკა გვარამიასთან ღარიბაშვილის სახელით მივიდნენ და აშანტაჟებდნენ და აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბიძა ფიგურირებს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მედიის მიერ კონკრეტული თემების აწევით ხდება საზოგადოების აზრის მანიპულირება.
„კონკრეტულ საკითხებზე აპელირებით ხდება საზოგადოებაში რაღაც მძიმე სურათის შექმნა. ეს არის ვირტუალური რეალობა, რომელიც იქმნება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.